ადელინა ჭანტურია სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, თავის და-ძმასთან ერთად ბავშვთა სახლში ცხოვრობს და წარჩინებული სწავლით გამოირჩევა. ამიერიდან, გოგონას განათლებაზე კერძო სკოლის ხელმძღვანელობა იზრუნებს, მას კარგი სწავლისთვის ყველა პირობას შეუქმნიან. იმ შემთხვევაში თუ ადელინა სტუდენტი გახდება სწავლის საფასურს სკოლა დაუფარავს, ასევე გაუხსნის საბანკო ანგარიშს, მოიძიებს სპონსორებს და უმაღლესის წარმატებით დასრულების შემდეგ მას საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს.
ამ
ქველმოქმედებას სკოლა სამინისტროს ახალი
პროექტის ფარგლებში ახორციელებს, რომლითაც ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და
მოსწავლეებს, რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებსა და
სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში გაიმარჯვეს, შესაძლებლობა ეძლევათ უფასოდ ისწავლონ
კერძი სკოლებში.
საქართველოში მოქმედი კერძო სკოლებიდან „მწიგნობართუხუცესი“ ერთ-ერთი
პირველი გამოეხმაურა სამინისტროს ინიციატივას და ახალი სასწავლო
წლიდან, ადელინა ჭანტურიასთნ ერთად, კიდევ ხუთ წარმატებულ მოსწავლეს თბილისის
სხვადასხვა საჯარო სკოლიდან უფასოდ
ასწავლის.