ზვიად გაბისონიამ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შეხვედრები გამართა
14.07.2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. 

მინისტრის მოადგილემ, სსიპ-ების თანამშრომლებთან ერთად, მიმდინარე პროექტები განიხილა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა. ზვიად გაბისონიას თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თითოეული  უწყების აქტიური ჩართულობა აუცილებელია.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სსიპ-ების თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრის მოადგილისთვის გაეზიარებინათ არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.