საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინიტროსა და ორგანიზაცია „Reggio Children‘‘ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
02.09.2025

პროფესიული განათლების საფეხურზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინიტროსა და იტალიურ ორგანიზაცია „Reggio Children“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა და „Reggio Children“-ის კოორდინატორმა ემანუელა ვერკალიმ.

მემორანდუმის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: რეჯიო ემილიას მიდგომების ინტეგრირება შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში, ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგების პროფესიული გადამზადების პროგრამების მომზადება და განხორციელების მხარდაჭერა, პროფესიული განვითარების აქტივობების განხორციელება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარება.

„Reggio Children“ ინოვაციური საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ბავშვთა განვითარების თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე მუშაობს და მსოფლიო მასშტაბით რეჯო ემილია მეთოდის პრაქტიკას ავითარებს.