ქალაქ ბორჯომში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დაჯილდოვდნენ
09.09.2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ქალაქ ბორჯომში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა. 

თამარ მახარაშვილმა ახალგაზრდებს სკოლის წარჩინებით დასრულება, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ  გელაშვილთან  ერთად,  მიულოცა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა,  რომ ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება გამორჩეული და სამაგალითო ინიციატივაა. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და  მათთვის მოტივაციის გაზრდა.  

აღნიშნულ  ღონისძიებაზე   2023-2024 წლის 53 ოქროს და 13 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე  დაჯილდოვდა.   ღონისძიების ფარგლებში ასევე, მოეწყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.