საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ფოთში ახალგაზრდებს შეხვდა.
19.09.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ფოთში ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელისუფლების ახალგაზრდულ პოლიტიკას, განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმასა და ქვეყნის მასშტაბით მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა და მინისტრებმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან შეხვედრა ფოთის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა, რომელიც მულტიფუნქციურ სივრცეებს, მათ შორის იდეათეკას და მედიალაბს აერთიანებს.

ახალგაზრდული ცენტრი მრავალფეროვან საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ და მეწარმეობრივ შესაძლებლობებს შექმნის, ასევე ახალგაზრდებს შესთავაზებს საგანმანათლებლო პროგრამებს, ტრენინგებს და პრაქტიკულ ვორქშოფებს, რაც ხელს შეუწყობს მათი ციფრული უნარების განვითარებას.

ახალგაზრდული ცენტრი განთავსებულია შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ისტორიული შენობა ფონდმა „ქართუმ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით აღადგინა და მას ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდა.

პროექტის ღირებულებამ 2 559 000 ლარი შეადგინა.