თამარ მახარაშვილმა ქუთაისის N10 საჯარო სკოლას 55 წლის იუბილე მიულოცა და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
19.09.2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ქალაქ ქუთაისის N10 საჯარო სკოლის 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. 

მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას საიუბილეო თარიღი მიულოცა და პედაგოგებს მრავალი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

საიუბილეო ღონისძიებაზე სტუმრებმა მოსწავლეთა ნახატები და პროექტ „ჩხირკედელას“ ფარგლებში შექმნილი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერეს. გარდა ამისა, გაეცნენ მოსწავლეთა პრეზენტაციას სკოლის დაარსების ისტორიისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

ქალაქ ქუთაისის N10 საჯარო სკოლა 1970 წელს დაარსდა და მას 5000-ზე მეტი, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი კურსდამთავრებული ჰყავს.