უცხო ენების სწავლების გაძლიერების მიზნით პედაგოგები საზღვარგარეთიდან ჩამოვლენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის
განხადებით, 2010 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კიდევ ერთი ახალი პროექტი განხორციელდება.
პროექტი უცხო ენების სწავლების გაძლიერებას გულისხმობს: ”ჩვენი მიზანია ყველა ქართულ სკოლას საზღვარგარეთ მეგობარი სკოლა ჰყავდეს. დაგეგმილია საზღვარგარეთიდან მასწავლებლების ჩამოყვანა, რომლებიც ჩვენს პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს უცხო ენას შეასწავლიან. ერთობლივი მუშაობით არა
მხოლო ჩვენი
მასწავლებლების გამოცდილება ამაღლდება, ბავშვებიც უკეთესად აითვისებენ უცხო ენას”. დიმიტრი შაშკინმა სტუმრებთან ასევე დეტალურად
ისაუბრა სასკოლო ატესტატის მნიშვნელობის გაზრდაზე და ამ მიზნით ეროვნულ საგამოცდო
ცენტრებში ყველა სავალდებულო საგანში
მინიმალური
კომპეტენციის ჩაბარებაზე. საუბარი შეეხო ასევე 2010 წლის ივლისში პედაგოგთა
ნებაყოფლობით სერტიფიცირებასა
და სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატებას. ახალი დისციპლინების, მსოფლიო კულტურისა
და სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლების დანერგვას, კომპიუტერისა და უცხო ენის სწავლების გაძლიერებას. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საერთაშორისო
პარტნიორებს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია მათ სრულყოფილი
ინფორმაცია ჰქონდეთ იმ რეფორმებზე, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლების რეფორმის მეორე ეტაპს 2010-2011 წლებში ეტაპობრივად განახორციელებს. რეფორმა
ითვალისწინებს როგორც განათლების პოლიტიკისა
და კანონმდებლობის დახვეწას, ასევე ეფექტური საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და საგანმანათლებლო
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.