საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი და ლიბერთი ბანკის გენერალური
დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ლადო
გურგენიძე “ლიბერთი ბანკის” სათაო ოფისში
სერთიფიცირებულ მასწავლებლებს შეხვდნენ და ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
სერტიფიცირებული
პედაგოგების წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, ”ლიბერთი ბანკმა” ყველა პედაგოგს,
რომლებმაც 2010 წლის ივლისში წარმატებით გაიარეს სასერტიფიკაციო გამოცდები შეღავათიანი პირობები შესთავაზა.
ათასზე
მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი უფასოდ მიიღებს:
- საკრედიტო ბარათს Magic Card 500-ლარიანი ლიმიტით და ყველაზე
დაბალი საპროცენტო განაკვეთით;
- დამატებით
1%-იან სარგებელს ლარში დენომინირებულ ანაბარზე;
- მულტისავალუტო
ლიბერთი ანგარიშის საბასიზო პაკეტს უფასოდ, რომლითაც 18 ლარის დაზოგვას შეძლებს;
- ხოლო იმ
სერტიფიცირებულ პედაგოგებს, ვისაც ერიცხებათ (ან მომავალში ჩაერიცხებათ)
ხელფასი ”ლიბერთი ბანკში” შეეძლებათ დანამატით ისარგებლონ სახელფასო
ოვერდრაფტით შეღავათიანი 18%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით.
განსაკუთრებული შეღავათებით ისარგებლებენ
პედაგოგები, რომელთაც ხელფასი ”ლიბერთი ბანკში” ჩაერიცხებათ. დღეისათვის ”ლიბერთი
ბანკის” სახელფასო პროგრამაში ჩართულია 55 000-ზე მეტი პედაგოგი და მათი რიცხვი
მუდმივად იზრდება.