საბაზო საფეხურის 147 წარჩინებული მოსწავლე დასაჩუქრდა
17.09.2010

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ ხულოს რაიონის საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის 25 წარჩინებულ მოსწავლეს,  პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პერსონალური კომპიუტერები პირადად გადასცეს. ღონისძიება ხულოს რაიონის სოფელ ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლაში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში სულ, აჭარის რეგიონის   საჯარო სკოლების 147 წარჩინებული მეათე კლასელი მოსწავლე დასაჩუქრდა. მათ კომპანია ”ჯეოსელი” ასევე გადასცემს უკაბელო ინტერნეტ-მოდემს ჯეოსელ-ქონექტს, რომლითაც მოსწავლეები ნებისმიერ ადგილას მარტივად ისარგებლებენ ინტერნეტით, რაც მათ სწავლის ხარისხს უფრო ეფექტურს გახდის.