გივი მიქანაძე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის კომპანია „CyberProAI“-ის პრეზიდენტს შეხვდა
02.02.2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის კომპანია „CyberProAI“-ის პრეზიდენტს, გაბი აშკენაზის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კიბერუსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, მათ შორის ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების პერსპექტივები.

საუბარი ასევე  შეეხო ინოვაციურ-ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც საჯარო სექტორში, ასევე განათლების სისტემაში კიბერუსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებების გაძლიერებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.