საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესის კოორდინაციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
19.02.2026

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. 

სხდომაზე კომისიის წევრებმა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, კონკრეტული ამოცანები დასახეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე საპროექტო და ახალ პრიორიტეტულ სკოლებთან დაკავშირებულ საკითხებს.

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეები არიან – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და მოადგილე თამარ მახარაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი.