სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სადოქტორო საფეხურის სასტიპენდიო პროგრამა
04.03.2026

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის (SNU) მიერ 2026 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრისათვის გამოცხადებულია საგრანტო პროგრამა „SNU President Fellowship" (SPF).

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საგრანტო ინიციატივას და განკუთვნილია განვითარებადი ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალისათვის. კერძოდ, იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მოპოვებული დოქტორის ხარისხი და სურთ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება.

დაფინანსება გულისხმობს:

  • სწავლის საფასურის ანაზღაურებას 6 სემესტრის განმავლობაში;
  • ყოველთვიურ სტიპენდიას 1 500 000 - 2 000 000 კორეული ვონის ოდენობით (დაახლოებით 1000-1400 აშშ დოლარი) 3-4 წლის განმავლობაში;
  • ორმხრივი ავიაბილეთის (ეკონომ-კლასი) დაფინანსებას;
  • ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევას;
  • ბავშვის მოვლაში მხარდაჭერას - ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით;
  • კორეული ენის კურსების საფასურის ანაზღაურებას სემესტრის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო პროგრამის მოთხოვნების, ვადებისა და უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია დანართის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში და შემდეგ ბმულებზე https://en.snu.ac.kr/admission და https://oga.snu.ac.kr/

სააპლიკაციო ფორმა

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: +82-2-880-2519

ელექტრონული ფოსტა: intlscholarship@snu.ac.kr