სწავლა დაიწყო სოხუმის უნივერსიტეტში
20.09.2010
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაიწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ბევრი საპატიო სტუმარი დაესწრო, მათ შორის  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, მან სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა. 

სტუმართა შორის იყვნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროინტეგრაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი, მომღერალი პაატა ბურჭულაძე და სხვა.

2010  წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს 500 პირველკურსელი ჰყავს. სულ უნივერსიტეტში 3  000 - მდე სტუდენტი სწავლობს. მათ შორის ბევრია წარმატებული. სტუდენტები ასევე ჩართულები არიან ევროკავშირის პროექტებში. ამჯერად, სასწავლებლის მიერ  4 სტუდენტია ბრიუსელში წარგზავნილი.