
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ ჰეილუნძიანის პროვინციასთან თანამშრომლობით დააფუძნა პროგრამა „Eurasian Countries International Student Scholarship". პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდუალურად წარადგინონ განაცხადი ჩინეთის ჰეილუნძიანის პროვინციის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გასაგრძელებლად.
პროგრამა განხორციელდება 2026–2029 წლებში და ითვალისწინებს ყოველწლიურად სტიპენდიების გამოყოფას: 20 საბაკალავრო, 100 სამაგისტრო და 30 სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლების საფასურს, სამედიცინო დაზღვევას, საცხოვრებლისა და საყოფაცხოვრებო ხარჯებს.