Zayed Education Foundation (ZEF)-ის სტიპენდია
15.04.2026

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ დაფინანსება და ისწავლონ მოჰამედ ბინ ზაიედის ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტში (Mohamed bin Zayed University of Artificial Intelligence – MBZUAI).

 

პროგრამა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სასტიპენდიო ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება Zayed Education Foundation (ZEF)-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია განათლების, კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობის გზით საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება.

 

პროგრამის დეტალები:

•საფეხური-საბაკალავრო პროგრამა (Bachelor of Science in Artificial Intelligence);
•მიმართულებები- ბიზნესი (Business) და ინჟინერია (Engineering);
•სწავლების ენა- ინგლისური;
•სასწავლო კომპონენტები- ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება (Machine Learning), მონაცემთა მეცნიერება (Data Science) და მომიჯნავე დისციპლინები.

 

დაფინანსება

საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია სრულად დაფინანსებული სტიპენდია, რომელიც ფარავს: სწავლის სრულ საფასურს, საცხოვრებელ და ცხოვრების ხარჯებს, ჯანმრთელობის დაზღვევას, სხვა თანმდევ ხარჯებს.

 

ვადები

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 აპრილი.

ინფორმაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდს: https://mbzuai.ac.ae/