გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
17.04.2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და UNDP-ის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა. 
მხარეებმა საქართველოსა და UNDP-ს შორის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.  
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლებისა და გადამზადების 
პროგრამების განვითარების ხელშეწყობაა და ამ მიმართულებით UNDP-ისთან პარტნიორობას.
გივი მიქანაძემ  მადლობა გადაუხადა ივანა ჟივკოვიჩს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და 2026–2030 წლების “პროგრამული დოკუმენტის” განხორციელების პროცესში UNDP-სთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. 
ხაზი გაესვა გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში გაიმართება. 
თავის მხრივ, ივანა ჟივკოვიჩმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მინისტრს სამომავლო პარტნიორობის მზაობა დაუდასტურა.