ნორდიკ-ბალტიური ფიზიკის (NBPHO) ოლიმპიადიდან ქართველი მოსწავლეები 2 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედლითა და საპატიო სიგელით დაბრუნდნენ
02.05.2026
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში  გამართულ ფიზიკის  ბალტიკის ოლიმპიადიდან ქართველი მოსწავლეები 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით და საპატიო სიგელით დაბრუნდნენ. 
ოლიმპიადაზე, რომელშიც 13 ქვეყნის 150-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, ქართველი მოსწავლეები  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით გაემგზავრნენ.
ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები:
ცოტნე  გიორგაძე - ვერცხლის მედალი (XII კლასი); 
ნიკოლოზ  თავხელიძე - ვერცხლის მედალი ( XI  კლასი);
ირაკლი მექვაბიშვილი - ბრინჯაოს მედალი ( XII  კლასი);
ალექსანდრე ათანასოვი - ბრინჯაოს მედალი ( XI  კლასი ). 
წარმატებული გამოსვლისთვის საპატიო სიგელი XI კლასის მოსწავლე  ლუკა  მელაძეს გადაეცა. 
გუნდის  ლიდერები არიან: ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგები თეიმურაზ კალატოზი და გიორგი გრიგოლია.
ესტონეთის  დედაქალაქ ტალინში ოლიმპიადა ორდღიანი ფორმატით ჩატარდა. თითოეული ტურის ხანგრძლივობა შეადგენდა 5 საათს. კონკურსი გამორჩეული იყო იმით, რომ ამოცანები ეფუძნებოდა რეალურ ფიზიკურ პროცესებსა და  ექსპერიმენტებს, რაც მაღალი დონის ანალიტიკურ და პრაქტიკულ უნარებს მოითხოვს.