ეგვიპტის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროს სტიპენდიები
21.05.2026

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტრომ 2026–2027 სასწავლო წლისთვის ქართველი სტუდენტებისთვის გამოყო 9 სტიპენდია, მათ შორის – 2 სტიპენდია ეგვიპტის უნივერსიტეტებში სწავლისთვის და 7 სტიპენდია არაბული ენის შესასწავლად.
 

სტიპენდიაზე განაცხადების წარდგენა ხორციელდება უშუალოდ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვებგვერდის study-in-egypt.gov.eg (Study in Egypt) მეშვეობით.

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2026 წლის აგვისტოს ბოლო. ამასთან, კანდიდატებმა ორიგინალი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ეგვიპტეში ჩასვლისთანავე.