ევროპის საჯარო სამართლებრივი ორგანიზაციის (EPLO) საგანმანათლებლო პროგრამები
28.05.2026

ევროპის საჯარო სამართლებრივი ორგანიზაცია (EPLO) საერთაშორისო უნივერსიტეტის — European Law and Governance School (ELGS) საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა.

EPLO სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. სწავლება სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

ამასთან, EPLO 2026/2027 სასწავლო წლისთვის სთავაზობს შემდეგ სტიპენდიებს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე:

  • 1 სრული დაფინანსება;
  • 1 ნაწილობრივი სტიპენდია (სწავლის საფასურის 50%-მდე დაფარვა).

პროგრამებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2026 წლის 30 ივნისი და კანდიდატებმა განაცხადში უნდა მიუთითონ, რომ სურთ „Embassy scholarship offer“-ის მიღება.

 დამატებით ინფორმაცია იხილეთ დანართში.