ინკლუზიურ განათლებაზე საჯარო დიალოგი ქალაქ ზუგდიდში გაიმართა
03.06.2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში გამართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, ყურადღება გამახვილდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდამჭერი მექანიზმების გაუმჯობესებაზე, ინკლუზიური სერვისების განვითარებაზე, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ მხარდაჭერასა და საგანმანათლებლო რესურსების ბავშვთა საჭიროებების მიხედვით ადაპტირებაზე.
ღონისძიების დასრულების შემდგომ ჩატარდა ფოკუს ჯგუფი, სადაც მონაწილეებმა მოსწავლეთა სპეციფიკური გამოწვევები გამოავლინეს და მათი დაძლევის გზები დასახეს.
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში მასწავლებლებთან, მშობლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება.
ზუგდიდში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.