საერთაშორისო საუნივერსიტეტო მობილობის პროგრამა „GCUB-Mob 2026“
12.06.2026

ბრაზილიური უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (Grupo de Cooperação Internacional de Universidades Brasileiras – GCUB) აცხადებს საერთაშორისო საუნივერსიტეტო მობილობის პროგრამას „GCUB-Mob 2026“.

 

პროგრამა განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბრაზილიის GCUB-ის წევრ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლის გაგრძელებით.

 

პროგრამის დეტალები:

• საფეხური – მაგისტრატურა და დოქტორანტურა;
• მასპინძელი უნივერსიტეტები – GCUB-ის წევრი 62 ბრაზილიური უნივერსიტეტი;
• სწავლის დაწყება – 2027 წელი.

 

დაფინანსება:

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ სტიპენდია და შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სტუდენტური სერვისით.

 

ვადები:

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 2026 წლის 6 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.gcub.org.br/