სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა
26.06.2026

სეულის ეროვნულმა უნივერსიტეტმა (Seoul National University – SNU) გამოაცხადა SNU President Fellowship (SPF) Program – Spring 2027, რომელიც განკუთვნილია მოქმედი აკადემიური პერსონალისთვის და ითვალისწინებს სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამებზე სწავლის სრულ დაფინანსებას.


პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტების მოქმედ აკადემიურ/სასწავლო პერსონალს, რომლებიც:

  • არ ფლობენ დოქტორის (Ph.D.) აკადემიურ ხარისხს;
  • ფლობენ მინიმუმ მაგისტრის ხარისხს;
  • დასაქმებულნი არიან უნივერსიტეტში აკადემიურ ან სასწავლო პოზიციაზე (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, მკვლევარი, ლექტორი, ინსტრუქტორი და სხვა ეკვივალენტური აკადემიური პოზიცია);
  • მიღებულნი იქნებიან SNU-ის 2027 წლის გაზაფხულის სადოქტორო პროგრამაზე.

სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს:

  • სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას მაქსიმუმ 6 სემესტრის განმავლობაში;
  • ყოველთვიურ სტიპენდიას 2,000,000 კორეული ვონის ოდენობით 3 წლის განმავლობაში ან 1,500,000 კორეული ვონის ოდენობით 4 წლის განმავლობაში;
  • ორმხრივი ავიაბილეთის დაფინანსებას;
  • კორეული ენის სასწავლო კურსს;
  • ჯანმრთელობის ეროვნულ დაზღვევას;
  • ბავშვზე ზრუნვის ფინანსურ მხარდაჭერას (შესაბამის შემთხვევებში).

განაცხადის წარდგენა სავალდებულოა როგორც სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ელექტრონულ სისტემაში, ასევე SPF პროგრამაზე. კანდიდატებმა უნივერსიტეტის ელექტრონულ სისტემაში განაცხადი უნდა წარადგინონ 2026 წლის 6 ივლისის 10:00 საათიდან 9 ივლისის 17:00 საათამდე (KST), ხოლო SPF პროგრამის დოკუმენტაცია უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში 2026 წლის 31 ივლისამდე.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის, მიღების წესის, მოთხოვნებისა და განაცხადის პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია თანდართული დოკუმენტების სახით, ასევე მოცემულია ვებ გვერდებზე:

  • SNU Admission: https://en.snu.ac.kr/admission
  • SNU Office of Global Affairs: https://oga.snu.ac.kr/

    საკონტაქტო ინფორმაცია:
  • ელ. ფოსტა: intlscholarship@snu.ac.kr
  • ტელ.: +82-2-880-2519