Erasmus+-ის ეროვნული ოფისის (NEO) ადგილობრივი კოორდინატორის ვაკანსია საქართველოში
29.06.2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA) აცხადებენ კონკურსს საქართველოში Erasmus+-ის ეროვნული ოფისის (NEO) ახალი ადგილობრივი კოორდინატორის შესარჩევად.

წინაპირობა

Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, სწავლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მხარდასაჭერად. 2021-2027 წლების პროგრამა დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურ ჩართულობას, მწვანე და ციფრულ ცვლილებებს, ასევე, ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას დემოკრატიულ ცხოვრებაში. იგი მხარს უჭერს პრიორიტეტებსა და აქტივობებს, რომლებიც განსაზღვრულია ევროპის განათლების სივრცეში, ციფრული განათლების სამოქმედო გეგმასა და ევროპული უნარების დღის წესრიგში.

Erasmus+ ასევე მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას პარტნიორ ქვეყნებთან მთელს მსოფლიოში.

Erasmus+-ის ეროვნული ოფისები (NEO) ეხმარება ევროკომისიას, EACEA-ს და საქართველოს  ხელისუფლებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ერასმუს+ პროგრამის განხორციელებაში. მათი მანდატი მოიცავს Erasmus+-ის ქმედებების საერთაშორისო განზომილებასთან დაკავშირებულ მხარდაჭერის, ხელშეწყობისა და გავრცელების აქტივობებს.

Erasmus+-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმული: http://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/index_en.htm.

სამუშაოს აღწერა

წარმატებული კანდიდატი დაიკავებს საქართველოში Erasmus+-ის ეროვნული ოფისის (NEO) კოორდინატორის პოზიციას და პასუხისმგებელი იქნება შემდეგი საქმიანობის განხორციელებასა და კოორდინაციაზე:

  • Erasmus+ პროგრამის პოპულარიზაცია, საზოგადოების ინფორმირება და შემდგომი დაკვირვება, მათ შორის საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება, ვებგვერდის მართვა, წინადადებების მომზადება მომავალი გამოწვევებისა და პროექტების შესახებ, სარეკლამო მასალების მომზადება და შესაბამისი საინფორმაციო აქტივობების განხორციელება.
  • ადგილობრივი პოტენციური განმცხადებლების მხარდაჭერა და ტრენინგების ორგანიზება Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის, მათ შორის ტრენინგების ორგანიზება კონკურენტული წინადადების მომზადების შესახებ, ასევე ევროკავშირის პროგრამების კონკრეტულ თემებზე.
  • Erasmus+ პროექტების შედეგების გავრცელება, მათი გამოყენებისა და ძირითად საქმიანობაში ინტეგრირების (mainstreaming) ხელშეწყობა, ასევე განათლების, სწავლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებთან დაკავშირებული კვლევების, სტატისტიკური მონაცემების, ანგარიშებისა და სხვა მასალების მომზადებაში ევროკომისიისა და EACEA-ს მხარდაჭერა.
  • Erasmus+ უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტების (HEREs) საქმიანობისა და უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, მათ შორის საინფორმაციო დოკუმენტების, ანალიტიკური შენიშვნებისა და ანგარიშების მომზადება, აგრეთვე საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით განხორციელებული პროექტების შესრულების მონიტორინგი.
  • Erasmus+-ის ეროვნული ოფისის ადმინისტრირება, მათ შორის ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის მართვა, ოფისის ბიუჯეტისა და ფინანსური საკითხების ზედამხედველობა, საქმიანობის განხორციელების ანგარიშების მომზადება.
  • კოორდინაცია, მათ შორის თანამშრომლობა და ანგარიშგება EACEA-ს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, შესაბამისი ეროვნული და ადგილობრივი უწყებებისა და ევროკომისიის წინაშე, ასევე ეფექტიანი თანამშრომლობის დამყარება Erasmus+-ის პარტნიორი ქვეყნების ეროვნულ ოფისებთან (NEO) და პროგრამის ქვეყნების Erasmus+-ის ეროვნულ სააგენტოებთან.

მოთხოვნები ვაკანსიისთვის

მინიმალური დასაშვებობის კრიტერიუმები

  • აღიარებული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი;
  • პროექტების მართვის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და/ან საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის წერილობით და ზეპირად მაღალ დონეზე ფლობა (ენების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მინიმუმ B2 დონე);
  • გუნდის მართვისა და კოორდინაციის გამოცდილება.

ძირითადი მოთხოვნები

  • მრავალპრიორიტეტიან გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
  • ადგილობრივი გარემოს კარგი ცოდნა მინიმუმ ერთ-ერთ შემდეგ სფეროში: უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და სწავლება, ახალგაზრდობა ან სპორტი;
  • ძლიერი ანალიტიკური, კომუნიკაციის, დოკუმენტების მომზადებისა და ანგარიშგების უნარები;
  • მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Word, Excel და PowerPoint) მაღალ დონეზე ფლობა;
  • მზადყოფნა საქართველოში და, საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთ მივლინებისთვის.

დამატებითი უპირატესობა

  • დოქტორის (PhD) ხარისხი;
  • Erasmus+ პროგრამისა და ევროკავშირის დაფინანსების წესებისა და პროცედურების კარგი ცოდნა;
  • პროფესიული გამოცდილება განათლებისა და სწავლების სფეროში ეროვნულ საჯარო ადმინისტრაციაში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში;
  • ევროკავშირის ერთ-ერთი დამატებითი ოფიციალური ენის ცოდნა.

განაცხადის წარდგენის პროცედურა

კანდიდატებმა ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განახლებული დეტალური რეზიუმე (CV) Europass-ის ფორმატში;
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს ორი გვერდისა).

განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე:

EACEA-EPLUS-NEO-HERES@ec.europa.eu

გთხოვთ, თქვენი ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: „აპლიკაცია – კოორდინატორი NEO საქართველოში“ ("Application – Coordinator NEO Georgia").

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 17 ივლისი, 17:00 საათი (ბრიუსელის დროით).

ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანდიდატის დისკვალიფიკაციას.

შერჩევის პროცედურა

კანდიდატის შერჩევას განახორციელებს შესარჩევი კომიტეტი, რომელიც შედგება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და EACEA-ს წარმომადგენლებისგან.

შერჩევა ორგანიზებული იქნება შემდეგი ნაბიჯებით:

  1. განმცხადებლების შესაბამისობისა და დასაშვებობის შემოწმება;
  2. დასაშვები კანდიდატების სამოტივაციო წერილებისა და CV-ების შეფასება, რის საფუძველზეც შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე;
  3. გასაუბრების ჩატარება კანდიდატების კომპეტენციების, ცოდნის, უნარებისა და მოტივაციის შესაფასებლად. გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე და, სავარაუდოდ, გაიმართება 2026 წლის მეორე ნახევარში.

შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ შესარჩევი კომიტეტი წარადგენს კანდიდატს თანამდებობაზე დასანიშნად.

გარდა ამისა, შესაძლებელია შეიქმნას შესაფერის კანდიდატთა სარეზერვო სია.

კანდიდატებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმართონ შესარჩევი კომიტეტის წევრებს, პირდაპირ ან ირიბად, აღნიშნულ საკონკურსო პროცედურასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილი ორგანო იტოვებს უფლებას, დისკვალიფიკაცია მოახდინოს ნებისმიერ კანდიდატზე, რომელიც უგულებელყოფს ამ მითითებებს.

შერჩევის პროცესში გამოყენებული იქნება თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა.

დასაქმების პირობები

დასაქმების სავარაუდო დაწყების თარიღი:

2027 წლის 1 იანვარი.

კონტრაქტის ხანგრძლივობა:

3 წელი, იმ პირობით, რომ საქართველოში Erasmus+-ის ეროვნული ოფისის საქმიანობის გაგრძელების მიზნით ევროკომისიის მანდატი ძალაში დარჩება.

ხელფასი:
კონკურენტუნარიანი ანაზღაურება,[1] რომელიც განისაზღვრება შერჩეული კანდიდატის კვალიფიკაციისა და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე.

სამუშაო დატვირთვა:

სრული სამუშაო განაკვეთი (100%). აღნიშნული პოზიცია შეუთავსებელია სხვა დასაქმებასთან. შერჩეული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება არასამთავრობო, არაკომერციული იურიდიული ორგანიზაციის დაფუძნებასა და მართვაზე, რათა

უზრუნველყოფილი იყოს Erasmus+-ის ეროვნული ოფისის სათანადო ფუნქციონირება.

სამუშაო ადგილი:

თბილისი, საქართველო.

[1] ხელფასის ოდენობა განისაზღვრება NEO-ის პერსონალის ხარჯების ფარგლებში, რომელიც Erasmus+-ის გრანტით დაფინანსებისათვის დასაშვები ხარჯების კატეგორიას წარმოადგენს. NEO-სთვის გათვალისწინებული გრანტის მაქსიმალური საერთო ოდენობა სამწლიანი საქმიანობის პერიოდისთვის შეადგენს 255 822,03 ევროს. NEO-ის იურიდიული პირი წარადგენს საგრანტო განაცხადს, რომელშიც შესთავაზებს პერსონალის ხარჯების ოდენობას და წარადგენს აღნიშნული ოდენობის შესაბამის დასაბუთებას.