სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum“ — მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დაფინანსების გაგრძელება
09.07.2026

„სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum“ — მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დაფინანსების გაგრძელება“ წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგრანტო-სასტიპენდიო პროგრამას.

პროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების საჭიროებებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის მომზადების ხელშეწყობა, აგრეთვე უნგრეთში სწავლის პერიოდში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა, მათი აკადემიური მიღწევების წახალისება და მოტივაციის ამაღლება.

პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში „Stipendium Hungaricum“-ის ფარგლებში და გასულ წლებში ერთხელ მაინც უსარგებლიათ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დაფინანსებით.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სემესტრულად 1 250 ევროს ოდენობით, ლარში ეკვივალენტურად, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართში.

  • განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს ელექტრონულ სისტემაში:
    https://studyabroad.mes.gov.ge
  • ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის გაგზავნამდე.
  • საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით.
  • დაფინანსების გაგრძელების განხილვის აუცილებელი წინაპირობაა წინა აკადემიურ სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრება — უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი 5-ქულიანი შეფასების სისტემით მინიმუმ 4 ქულა, რაც საერთაშორისო შეფასების სისტემით შეესაბამება მინიმუმ „B“ შეფასებას.

ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, აკადემიური პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის მითითებით;
  • წინა აკადემიური სემესტრის შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის — GPA-ის მითითებით;
  • განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სახელზე (ატვირთეთ „სხვა დოკუმენტებში“ სამოტივაციო წერილის ველის შემდეგ);
  • სამოტივაციო წერილი;
  • სსიპ — განათლების საერთაშორისო ცენტრთან გასულ წლებში გაფორმებული ხელშეკრულება ან შეთანხმება;
  • პირადი საბანკო რეკვიზიტები (ატვირთეთ „სხვა დოკუმენტებში“  სამოტივაციო წერილის ველის შემდეგ).

*ყველა უცხოენოვანი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

განაცხადების წარმოდგენისა და განხილვის ვადებია:

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:

  • მიმდინარე წლის 15 ივლისის ჩათვლით – განიხილება 13 ივლისის ჩათვლით წარმოდგენილი განაცხადები.

განაცხადის შევსების პროცესში ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს: apply@mes.gov.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: აპლიკაციის შევსებისას აუცილებელია თითოეულ გვერდზე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ გამოიყენოთ შენახვის ფუნქცია, ხოლო განაცხადის სრულად შევსების შემდეგ დააჭიროთ ღილაკს „გაგზავნა“. განაცხადი წარმოდგენილად ჩაითვლება მხოლოდ მისი საბოლოოდ გაგზავნის შემთხვევაში.