ბაია კვიციანი საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გაეცნო
09.07.2026
ბაია კვიციანი თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია, სადაც მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის მეორე სესიის მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აპლიკანტებს წარმატებები უსურვა.

საგამოცდო ცენტრში ბაია კვიციანთან ერთად იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქეთევან მოწონელიძე.

2026 წელს მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებს 29 000-ზე მეტი აპლიკანტი აბარებს.

2026 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ტარდება.