გასული წლების საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების გრანტის მფლობელთათვის 2026–2027 აკადემიური წლის დაფინანსების გაგრძელება
13.07.2026

„გასული წლების საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების გრანტის მფლობელთათვის 2026–2027 აკადემიური წლის დაფინანსების გაგრძელება“ წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გასულ წლებში განხორციელებული საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებას.

პროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების საჭიროებებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა, მათი აკადემიური მიღწევების წახალისება და საზღვარგარეთ მიმდინარე სამაგისტრო ან/და სადოქტორო პროგრამების წარმატებით დასრულების ხელშეწყობა.

პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის გასული წლების საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების გრანტის მფლობელები, რომელთაც დაფინანსება მიენიჭათ საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მიზნით, გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით და აგრძელებენ სწავლას შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს სტუდენტის სწავლის საფასური, საცხოვრებელი ან/და შესაბამისი საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებული სხვა ხარჯები, პროგრამის წესისა და სტუდენტთან გაფორმებული ხელშეკრულების/შეთანხმების შესაბამისად.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართში.

  • განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს ელექტრონულ სისტემაში:
    https://studyabroad.mes.gov.ge
  • ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის საბოლოოდ გაგზავნამდე.
  • საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ პროგრამის წესით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით.
  • განაცხადის შევსების პროცესში ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს: apply@mes.gov.ge

ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, პასპორტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის მიმდინარე სტატუსის შესახებ;
  • ერთი რეკომენდაცია დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან — რეკომენდაცია ელექტრონულ სისტემაში მითითებული რეკომენდატორის მიერ შესაბამისი კითხვარის შევსების გზით უნდა იქნეს წარმოდგენილი;
  • 2025–2026 აკადემიური წლის ოფიციალური შეფასების დოკუმენტი, საშუალო ჯამური ქულის მითითებით;
  • სადოქტორო პროგრამის შემთხვევაში — კვლევითი სამუშაოს შესრულების შესახებ პროგრამის ან თემის ხელმძღვანელის მიერ შეფასებული ოფიციალური დოკუმენტი;
  • სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტი, საჭიროების შემთხვევაში;
  • უნივერსიტეტის თანადაფინანსების შესახებ დოკუმენტი, მისი არსებობის შემთხვევაში;
  • სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში კარიერული განვითარების ხედვა ან/და ინფორმაცია უკვე არსებული შეთავაზებების შესახებ, შედგენილი ქართულ ენაზე;

„სხვა დოკუმენტების“ ველში ( „კარიერული განვითარების ხედვა“ - ჩანართის გვერდზე) ასატვირთი სავალდებულო დოკუმენტები:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი აკადემიური პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის შესახებ;
  • სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი იმ აკადემიური პროგრამის აღიარების შესახებ, რომელზეც სტუდენტი სწავლობს;
  • სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრსა და სტიპენდიანტს შორის გრანტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი;
  • სტუდენტის ან, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები.

 

* ყველა უცხოენოვანი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის წარდგენის ეტაპზე შეუძლებელია სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს გრანტის შესახებ ხელშეკრულების ან შეთანხმების გაფორმებამდე. დოკუმენტის წარმოუდგენლობა შესაძლოა გახდეს დაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველი.

დაფინანსების გაგრძელების განხილვის საფუძველია სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც გულისხმობს:

  • GPA-ის გამოთვლის სისტემის შემთხვევაში — მინიმუმ 3.0 ქულას;
  • 100-ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში — მინიმუმ 81 ქულას;
  • ალფავიტური შეფასების სისტემის შემთხვევაში — მინიმუმ „B“ შეფასებას;
  • იტალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი 30-ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში — მინიმუმ 25 ქულას;
  • სხვა შეფასების სისტემის შემთხვევაში — ზემოაღნიშნული შეფასებების ეკვივალენტურ აკადემიურ მოსწრებას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაგრძელების მიზნით, სამინისტროში განაცხადების წარმოდგენისა და სამინისტროს მიერ განაცხადების განხილვის ვადად განსაზღვრულია:

 

  • არაუგვიანეს 2026 წლის 22 აგვისტოსი განიხილება მიმდინარე  წლის 15 აგვისტოს ჩათვლით წარმოდგენილი განაცხადები;
  • არაუგვიანეს 2026 წლის 22 სექტემბრისა განიხილება მიმდინარე  წლის 15 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი განაცხადები;
  • არაუგვიანეს 2026 წლის 22 ოქტომბრისა განიხილება მიმდინარე  წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით წარმოდგენილი განაცხადები

* სტუდენტებს, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმისწარმოების ვადებიდან გამომდინარე 2026 წლის 22 ოქტომბრამდე ვერ შეძლებენ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენას, შესაძლებლობა ექნებათ განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტები წარადგინონ აღნიშნული ვადის შემდეგაც. ასეთ შემთხვევაში განაცხადის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია.

* იმ შემთხვევაში თუ განაცხადის წარდგენის ეტაპზე შეუძლებელია სტუდენტის მიერ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა,  აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს გრანტის შესახებ ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმებამდე. დოკუმენტის წარმოუდგენლობა შესაძლოა გახდეს სამინისტროს მიერ დაფინანსებაზე უარის თქმის

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: აპლიკაციის შევსებისას აუცილებელია თითოეულ გვერდზე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ გამოიყენოთ შენახვის ფუნქცია, ხოლო განაცხადის სრულად შევსების შემდეგ დააჭიროთ ღილაკს „გაგზავნა“. განაცხადი წარმოდგენილად ჩაითვლება მხოლოდ მისი საბოლოოდ გაგზავნის შემთხვევაში.