აკადემიური პროგრამები იტალიაში 2026–2027
23.07.2026

„აკადემიური პროგრამები იტალიაში 2026–2027“ წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამას, რომელიც ხორციელდება იტალიის რესპუბლიკის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფარგლებში.

2026–2027 სასწავლო წლისთვის პროგრამის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია:

 

  • მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Politecnico di Milano);
  • ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტი (Università degli Studi di Napoli Federico II);
  • ლაკვილას უნივერსიტეტი (Università degli Studi dell'Aquila).

 

პროგრამის მიზანია იტალიის რესპუბლიკის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადება, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, აგრეთვე საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართში.

  • განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს ელექტრონულ სისტემაში – https://studyabroad.mes.gov.ge.
  • ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის გაგზავნამდე.
  • საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც ატვირთულია დადგენილ ვადაში, პროგრამით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.
  • განაცხადის შევსების პროცესში ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს – apply@mes.gov.ge.

განაცხადების მიღება წარმოებს:

2026 წლის 23 ივლისიდან - 2026 წლის 12 აგვისტოს 23:59 საათამდე (თბილისის დროით).

რეგისტრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა განხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკური შემოწმება, რის შემდეგაც აპლიკანტებს გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცემათ 5 სამუშაო დღე.

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 7 სექტემბრისა.

 

დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებს

იტალიის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვით დაინტერესებული კანდიდატებისთვის რეკომენდებულია, რეგისტრაცია გაიარონ Universitaly-ის ოფიციალურ პორტალზე (www.universitaly.it), სასურველია არაუგვიანეს ივლისის ბოლოს, ვინაიდან იტალიის უნივერსიტეტებს შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული ვადები და მოთხოვნები წინასწარი რეგისტრაციისა და მიღების პროცედურებისთვის. ადრეული რეგისტრაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და შემდგომი ადმინისტრაციული პროცედურების დროულად განხორციელებას.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: აპლიკაციის შევსებისას აუცილებელია თითოეულ გვერდზე დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ გამოიყენოთ „შენახვის“ ფუნქცია, ხოლო ინფორმაციის სრულად შევსების შემდეგ დააჭიროთ ღილაკს „გაგზავნა“.