პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი
24.08.2026

მშობლებს საქართველოს ყველა რეგიონში ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე:

formebi.emis.ge

პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:

  • სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას;
  • რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას.

15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.