,,ალუმნაის’’ ფარგლებში საჯარო სკოლების კეთილმოწყობა გრძელდება
18.11.2010
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,ალუმნაის’’ ფარგლებში დაწყებული საჯარო სკოლების კეთილმოწყობა გრძელდება. პროგრამა წარმატებით ხორციელდება თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში. ამჯერად ,,ალუმნაის’’ ფარგლებში ბიზნესმენმა დავით კოდუამ 162-ე საჯარო სკოლის სველი წერტილები მთლიანად შეცვალა და გაარემონტა. ჩატარებული სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მოინახულა.

,,მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ,,ალუმნაიმ’’ დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში,  კეთილმოეწყო მრავალი სკოლა, მოწესრიგდა ინფრასტუქტურა. “მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პირს, რომელმაც საკუთარ სკოლას მადლიერების გამოხატულების ნიშნით, რაიმე სახის დახმარება აღმოუჩინა’’- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

”ალუმნაის” პროექტის მთავარი ამოცანა სკოლის საქმიანობაში საზოგადების ჩართვაა. ,,ალუმნაი’’ ”წარმატებულ კურსდამთავრებულთა კლუბს” ნიშნავს. ასეთი პროექტი დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ძალიან დიდი წარმატებით სარგებლობს და სკოლის საქმიანობაში წარმატებული ადამიანების მონაწილეობას გულისხმობს.