განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - წლის რეფორმატორი
26.11.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წლის რეფორმატორი სამინისტრო გახდა. აღნიშნული პრიზი   დაჯილდოების  ცერემონიალზე ”სოფლის მაშენებელნი-2010” სამინისტროს  სახელით  მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ირინე ქურდაძეს  გადაეცა.  

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნული პრიზით სისტემაში განხორციელებული რეფორმების, ინოვაციური პროექტებისა და მათი წარმატებულად განხორციელების გამო დაჯილდოვდა.

ცერემონიას უკვე მეექვსე წელია ატარებს კავშირი ”განმანათლებელი” . პროექტის მიზანია განათლების, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის, ასევე სოცილაური პროექტების ხელშემწყობ კომპანიათა  და სახელმწიფო სტრუქტურების  გამოვლენა.

ცერემონიალის  დამფუძნებელთა და კონსულტანტთა ერთობლივი გადაწყვეტილებით წლევანდელ ნომინატთა სიაში მოხვდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო- განხორციელებული  ახალი საგანმანათლებლო  განვითარებაში  შეტანილი წვლილისთვის.

წლევანდელი წლის სხვა ნომინანტები იყვნენ:

  • ქ.თბილისის მერია (პროექტებისთვის ”ძველი თბილისის აღმშენებლობა”);
  • იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრი;
  • ეროვნული სამედიცინო სკრინინგ ცენტრი.

ნომინანტთა სიაში ასევე მოხვდნენ სხვადასხვა  კერძო კომპანიები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქვეყნის მშენებლობაში .