გამოჩენილ ქართველ მეცნიერს ბრწყინვალების ორდენი გადაეცა
10.12.2010
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, დიმიტრი შაშკინმა გამოჩენილ მეცნიერს, ასტროფიზიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოსს, ბატონ ჯუმბერ ლომინაძეს ნაყოფიერი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის ბრწყინვალების ორდენი გადასცა.

ჯუმბერ ლომინაძე 250-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ე.ხარაძის აბასთუმნის ნაციონალური ასტროფიზიკის ობსერვატორიის დირექტორი, ობსერვატორიის პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე,  ეწევა საზოგადოებრივ მოღვაწეობას, იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ღვაწლმოსილი მეცნიერი დღესაც აგრძელებს ნაყოფიერ მუშაობას.