ქ. ქუთაისის 45-ე ყრუ ბავშვთა სკოლის აღსაზრდელებს ბარბარობა მიულოცეს
17.12.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე და ცენტრის სხვა თანამშრომლები ქ. ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა სკოლას ეწვივნენ  და ბავშვებს ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტკბილეული, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტელევიზორი, DVD player-ი, მათი საყვარელი მულტფილმების დისკები და სხვა საჩუქრები გადასცეს.

დავით კერესელიძესთან ერთად, ბარბარობა პატარებს დუტა სხირტლაძემ და საბავშვო ჟურნალ ”ჯუნიორის” წარმომადგენელმაც მიულოცა, რომელმაც 45-ე სკოლის თითოეულ აღსაზრდელს ჟურნალები დაურიგა.

ქუთაისის 45-ე ყრუ ბავშვთა სკოლაში სულ 40 აღსაზრდელია. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს სკოლაზე პატრონაჟი აქვს აღებული და მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება. შემდეგი ვიზიტი საშობაოდ იგეგმება და ცენტრის ხელმძღვანელობა ბავშვებს მათთვის საჭირო სხვა ნივთებით დაასაჩუქრებს.