მინისტრი კანადაში ვიზიტს განაგრძობს
19.12.2010

კანადაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ტორონტოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა სამუშაო შეხვედრა გაიმართეს.

ტორონტოს უნივერსიტეტს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო უნივერსიტეტების სიაში, განსაკუთრებით საინჟინრო ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კუთხით, რაც საქართველოში პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შეხვედრის მიზანი საქართველოსა და ტორონტოს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობა იყო.

საინჟინრო ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრაზე სტუდენტთა გაცვლის თაობაზე აქტიური თანამშრომლობა დაიგეგმა.