მანდატურები ინკლუზიურ სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ
19.12.2010

სკოლის მანდატურებმა და პარლამენტის წევრებმა სამტრედიის №15 სპეციალური საჭიროების მქონე  ბავშვთა სკოლა-პანსიონი მოინახულეს და მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცეს. მანდატურებმა და სტუმრებმა  მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში,  ბავშვებმა სტუმრებს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს, საკუთარი შესაძლებლობები კი სიმღერითა და ლექსებით  წარმოაჩინეს.

მანდატურების განცხადებით, მათი მიზანია  იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლბლებისა და იქ დასაქმებულ სხვა პირთა უსაფრთხობაზე.

სამტრედის №15 სკოლა-პანსიონში 11-დან  16 წლამდე ასაკის 19 ვაჟი ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის. პანსიონში ფუნქციონირებს სკოლა მე-4-დან მე-9 კლასის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში იხსნება დაწყებითი 1-3 კლასები. 

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის,  ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის,  ფოთის და რუსთავის  საჯარო სკოლებში  შევიდნენ.