მინისტრმა პატარა გიორგი კურტანიძეს დიდი ხნის ოცნება აუსრულა
08.01.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რვა წლის გიორგი კურტანიძეს  ნატვრა აუსრულა და საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა.

პატარა გიორგი ბორჯომის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეა და პირველი კლასიდან ჩართულია ინკლუზიური განათლების პროცესში, იგი განათლებას   ინდივიდუალური  სასწავლო გეგმის მიხედვით იღებს.  მას აქვს პრობლემები მოტორიკის განვითარების თვალსაზრისით   და  წერა-კითხვის ათვისებისათვის კომპიუტერი ესაჭიროება, რაზეც იგი დიდი ხანი ოცნებობდა.

კურტანიძეების ოჯახი  სიღატაკის ზღვარს მიღმა  იმყოფება, რის გამოც ოჯახმა ვერ შესძლო ბავშვის კომპიუტერით უზრუნველყოფა. იმისათვის, რომ გიორგის სასწავლო პროცესში ჩართვა გაუადვილდეს მინისტრმა მისთვის   პორტატული კომპიუტერის ჩუქების გადაწყვეტილება მიიღო.