ბოლონიის პროცესი
ევროპის 29 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელმა მინისტრმა 1999 წლის 19 ივნისს იტალიის ერთ-ერთ უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქში ხელი მოაწერა ბოლონიის დეკლარაციას. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით შესაბამისმა სახელმწიფოებმა გამოხატეს საერთო მზადყოფნა მონაწილეობა მიეღოთ უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბებაში.

ბოლონიის დეკლარაციაზე ხელმოწერას წინ უსწრებდა ისეთი დოკუმენტების მიღება, როგორიცაა:  უნივერსიტეტების დიდი ქარტია (1988), ლისაბონის კონვენცია (1997) და სორბონის დეკლარაცია  (1998).

ამჟამად, ბოლონიის პროცესში ჩართულია ევროპის 47 ქვეყანა. საქართველო აღნიშნულ პროცესს შეუერთდა 2005 წელს, ბერგენის სამიტზე.

ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები

  • ბოლონიის დეკლარაცია (1999)
  • პრაღის კომუნიკე (2001)
  • ბერლინის კომუნიკე (2003)
  • ბერგენის კომუნიკე (2005)
  • ლონდონის კომუნიკე (2007)
  • ლუვენის კომუნიკე (2009)
  • ბუდაბეშტი-ვენის დეკლარაცია (2010)
  • ბუქარესტის კომუნიკე (2012)
  • ერევნის კომუნიკე (2015)
  • პარიზის კომუნიკე (2018)
  • რომის კუმუნიკე (2020)
  • ტირანას კომუნიკე (2024), დანართი 1, დანართი 2

ბოლონიის პროცესის დოკუმენტები

  • ლისაბონის კონვენცია (1997)
  • სორბონის დეკლარაცია (1997)
  • უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩო - დუბლინის დესკრიპტორი (2005)
  • ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტები (2005)

ბოლონიის პროცესის ოფიციალური გვერდი: www.ehea.info