სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ახალი სკოლა შენდება
11.01.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მესაბიშვილმა  სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევის მოსახლეობას ახალი სკოლის პროექტი  წარუდგინეს და ის ადგილი მოინახულეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება.

ახალი სკოლა, რომელიც 200 ბავშვზე გათვლილი, სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით აშენდება და უკვე სექტემბერისთვის შევა ექსპლუატაციაში. დაწყებულია ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძველი შენობის დემონტაჟი, რამდენიმე თვე ნოქალაქევის 150-მდე მოსწავლე სოფლის საკრებულოს შენობაში გააგრძელებს სწავლას.

გასულ წელს სენაკის რაიონში სამ სკოლას ჩაუტარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია,  სულ რაიონში ორი სკოლა სრულად და ათი ნაწილობრივ რეაბილიტირებულია. 2011 წელს ერთი სკოლის მშენებლობა დასრულდება და  ეტაპობრივად  რეაბილიტაცია ჩაუტარდება 7 საჯარო სკოლას.