შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრ ”თანადგომას” ბინადართ ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ცენტრში მყოფ 23 სმენადაქვეითებულ ახალგაზრდას საჩუქრები გადასცა. დავით კერესელიძემ მათ ტკბილეული და თექაზე სამუშაო მასალები დაურიგა.
”თანადგომაში” მომუშავე ახალგაზრდები თექისაგან და სხვა მასალებიდან დეკორატიულ ნივთებსა და აქსესუარებს აკეთებენ. სმენადაქვეითებული პირების მიერ ”თანადგომაში” გაკეთებული სუვენირები საქველმოქმედო ღონისძიებებზე იყიდება და ამით ამ ახალგაზრდებს გარკვეული შემოსავალი გააჩნიათ.