სტუდენტების მობილობის პროცესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა
24.01.2011

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა და მინისტრის მოადგილემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. დავით კერესელიძემ და ნოდარ სურგულაძემ სტუდენტების მობილობაზე ისაუბრეს და დაინტერსებულ პირებს ელექტრონული რეგისტრაციის ვადები და მობილობის პროცედურები გააცნეს. 

  • მობილობის მსურველი სტუდენტების ელექტრონული განაცხადების პორტალზე რეგისტრაციის ვადა:
    24 
    იანვარი – 06 თებერვალი   
  • სტუდენტების ჩარიცხვის ბრძანებების პროექტების
    ცენტრში წარმოდგენის ვადა:
    07 - 18 თებერვალი

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.eqe.ge. მობილობის უფლებით მხოლოდ ის სტუდენტები სარგებლობენ, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში კანონით დადგენილი წესებით არიან ჩარიცხული და დარეგისტრირებულები არიან სტუდენტთა რეესტრში. გრდა ამისა ეს პროცესი იმ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც ეხებათ, რომლებსაც აკრედიტაცია გაუუქმდათ და საგანმანათლებლო საქმიანობას ვეღარ აწარმოებენ. დაინტერესებულ პირებს ერთიდან მეორე უმაღლეს სასწავლებელში გადასასვლელად შეუძლიათ აირჩიონ არაუმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამისა. მობილობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ანუ, თუ ელექტრონული პორტალის მონაცემების შესაბამისად სტუდენტმა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვა, მან 2011 წლის 07 თებერვლიდან განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულებას, სადაც პირადი საქმის ასლს წარადგენს. კანონის თანახმად მობილობა წელიწადში ორჯერ ცხადდება.