საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მაჯიდ საბერმა თბილისის №1 საჯარო სკოლაში ირანული კულტურისა და ენის ცენტრი – ,,ირანის ოთახი“ გახსნეს.
თბილისის №1 საჯარო სკოლაში 1979 წლიდან 2006 წლამდე სპარსული ენა და ლიტერატურა ისწავლებოდა. სკოლას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოში მის წარმომადგენლობასთან. ხშირად იმართებოდა ერთობლივი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.
2009–2010 სასწ. წელს ირანის საელჩომ საქართველოში თბილისის რამდენიმე სკოლაში სპარსული ენის ფაკულტატური სწავლება დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2010 წლის 1 დეკემბრიდან I საჯარო სკოლაში კვლავ აღდგა სპარსული ენის სწავლება.