მინისტრმა იაკობაძეების მრავალშვილიან ოჯახს ენერგო ვაუჩერები გადასცა
26.02.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბადრი იაკობაძის 4 შვილიან ოჯახს ესტუმრა და  ენერგო ვაუჩერები გადასცა. დიმიტრი შაშკინმა თავის კუთვნილ ვაუჩერთან ერთად, სოციალურად დაუცველ იაკობაძეების ოჯახს მინისტრის მოადგილეების კუთვნილი ენერგო ვაუჩერებიც მიუტანა, რითაც ოჯახი გარკვეულ  შეღავათს მიიღებს.

იაკობაძეების  4 შვილი - 15 წლის ზურაბი, 11 წლის ნინიკო, 9 წლის ერეკლე და 7 წლის დავითი თბილსის №6 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები არიან, მონაწილეობენ როგორც სასკოლო, ისე სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

იაკობაძეების ოჯახში სტუმრად მისული დიმიტრი შაშკინი  ბავშვების წარმატებებით დაინტერესდა და მათ პერსონალური კომპიუტერი და ტკბილეული გადასცა.