ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური დაიწყო
05.03.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის მიმდინარეობას დაესწრო. 

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 5–დან 20 მარტის ჩათვლით თბილისში ჩატარდება.

მთელი საქართველოს მასშტაბით მესამე ტურში გასულთა რაოდენობა ამ საგნების მიხედვით შემდეგია:

 

მათემატიკა 275
ბიოლოგია 219
გეოგრაფია 359
ფიზიკა 126
ქიმია 148
ისტორია 320
ქართული
255
არაქართულენოვნებისათვის 128
უცხოური ენები 720
ინფორმატიკა 82

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში სულ 2632 მოსწავლე მონაწილეობს. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.

დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.

ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის.