განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ინკლუზიური განათლების დანერგვა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პრიორიტეტულ საკითხად გამოაცხადა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, განათლებისა და მეცნირების სამინისტრო აცხადებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 5-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვთა ნებაყოფლობით რეგისტრაციას. რეგისტრაციის შედეგად მიღებული მონაცემთა ბაზა, დაეხმარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებაში.
ბაზა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს წარმომადგენლებისთვის. სხვა შემთხვევაში ინფორმაცია ანონიმური და კონფიდენციალური დარჩება.
ნებაყოფლობითი რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ თანდართული ანკეტა და გააგზავნოთ მისამართზე registri@mes.gov.ge
რეგისტრაციის პროცესში თქვენი მონაწილეობა და თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ქვეყანაში განათლებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!