დიმიტრი შაშკინი წალკის მოსახლეობას შეხვდა
13.03.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წალკის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან მინისტრის შეხვედრა კითხვა-პასუხის  რეჟიმში წარიმართა და იგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.

წალკელ მოსახლეობასთან შეხვედრისას დიმიტრი შაშკინი იმ პრობლემებითაც დაინტერესდა, რომელიც წალკის მაცხოვრებლებს აწუხებთ და რომელთა მოგვარებაშიც მათ თანადგომა ესაჭიროებათ. მინისტრმა შეკრებილ აუდიტორიას ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა კონკრეტულად განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზეც. 

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მოსახლეობასთან ანალოგიური შეხვედრები  განხორციელებული რეფორმების შედეგებზე ყველაზე ნათელ წარმოდგენას იძლევა, ამიტომ, მინისტრი სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.