მასწავლებლებისათვის დამხმარე სახელმძღვანელო გამოიცა
14.03.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა მასწავლებლებს ახალი დამხმარე სახელმძღვანელო „ბიოლოგია“ წარუდგინეს.

დამხმარე სახელმძღვანელო „ბიოლოგია“ სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა და იგი  „მასწავლებლის ბიბლიოთეკის“  სერიულ გამოცემებს შეემატება.

სახელმძღვანელო „ბიოლოგია“ გამოცდების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო ჯგუფმა მოამზადა და განკუთვნილია პედაგოგებისთვის, როგორც სწავლების პროცესში დამხმარე სახელმძღვანელოდ, ისე პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ლიტერატურად.

გამოცემაში განხილულია უჯრედისა და ვირუსის ბიოლოგია, გენეტიკა, ორგანიზმთა გამრავლება, ინდივიდუალური განვითარება და ზრდა, ევოლუციური თეორია და ადამიანის წარმოშობა, ადამიანის ანატომია, ფიზიოლოგია და ეკოლოგია.

ღონისძიებაში სახელმძღვანელოს ავტორები და გამოცდების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.