onlinenews.ge-მ ყველაზე ინფორმაციული ვებ-გვერდები გამოავლინა
15.03.2011
საინფორმაციო პორტალმა onlinenews.ge-მ ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტ მომხამრებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა.

კითხვაზე თუ „რომელი სამინისტროს ვებ-გვერდია ყველაზე ინფორმაციული?“ - 10500-მა უნიკალურმა მომხმარებელმა უპასუხა და გამოკითხვის შედეგად შემდეგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

შედეგების თანახმად, საქართველოში სამინისტროებს შორის ყველაზე ინფორმაციული ვებ-გვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. www.police.ge-მ ყველაზე მეტი - 24% მიიღო.
მეორე ადგილზე 23%-ით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი (www.mes.gov.ge) გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე, 22%-ით იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდია (www.justice.gov.ge).

საპრიზო ადგილზე გასული სამინისტროების წარმომადგენლებს onlinenews.ge-სგან სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი სიმბოლოები გადაეცათ. ღონისძებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი და იუსტიციის სმაინისტროს ადმინისტრაციის უფროსი  ანდრო გიგაური დაესწრნენ.

დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში”  გაიმართა.

Onlinenews.ge  ყოველთვიურად შესთავაზებს თავის მომხმარებელს საინტერესო და აქტუალურ თემებზე გამოკითხვებს.  შემდეგი გამოკითხვა, რომელიც  16 მარტს დაიწყება მობილური ოპერატორების ახალ სერვისს პორტირებას შეეხება.

Onlinenews.ge ინტერნეტ-გამოკითხვა
კითხვა: რომელი სამინისტროს ვებ-გვერდია ყველაზე ინფორმაციული?
მონაწილეთა რაოდენობა: 10500 უნიკალური მომხმარებელი

შედეგები:
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 24%  
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 23%
  • იუსტიციის სამინისტრო - 22%
  • რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 21%
  • ფინანსთა სამინისტრო – 3%
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო – 3%
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს - 1%
  • თავდაცვის სამინისტრო - 1%
  • სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო - 1%

* დანარჩენი 9 სამინისტროს ვებ-გვერდმა საშუალოდ რაოდენობრივად 10-დან 20-მდე ხმა დააგროვა(0%).