53 სასკოლო სამოქალაქო კლუბი შეიქმნა
15.03.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერები მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი თბილისის №72 საჯარო სკოლაში სასკოლო სამოქალაქო კლუბების პრეზენტაციას დაესწრნენ. კლუბები  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა სამოქალაქო კლუბებში თავიანთი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და მრავალეროვნული ტოლერანტობის თემაზე შექმნილი თხზულებები წარმოადგინეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სამოქალაქო კლუბების წევრთა ნამუშევრებს გაცნობოდნენ და  მოსწავლეებს გასაუბრებოდნენ.

ღონისძიება  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

პროგრამას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკული ორგანიზაცია PH International (პროექტი ჰარმონია) ახორციელდებს, სამწლიანი პროგრამა საქართველოს 9 რეგიონში მიმდინარეობს და 500-ამდე სკოლას მოიცავს.