შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, განათლებისა და მეცნირების სამინისტრო აცხადებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 5-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვთა ნებაყოფლობით რეგისტრაციას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ინკლუზიური განათლების დანერგვა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პრიორიტეტულ საკითხად გამოაცხადა.
მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს მულტიდისციპლინალური გუნდები, რომლებშიც შედიან ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები და სპეციალური პედაგოგები. გუნდები შეაფასებენ დარეგისტრირებულ ბავშვებს და მათი რეკომენდაციის საფუძველზე ინდივიდუალურად ყველა ბავშვისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნება.
სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე საგანმანათლებლო რესურს - ცენტრს (მისამართები იხილეთ განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდეზე: www.mes.gov.ge ან შეავსონ სარეგისტრაციო ანკეტის ფორმა ინტერნეტით მისამართზე: www.mes.gov.ge .
რეგისტრაცია ჩატარდება ამა წლის 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით.
განათლების სისტემაში დღემდე არ არსებობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის ბაზა, რაც ხელს უშლიდა ამ ბავშვების ეფექტურ ინტეგრაციას საგანმანათლებლო სივრცეში და საზოგადოებაში.