სკოლის მანდატურებმა სისხლი უანგაროდ ჩააბარეს
19.03.2011

ზუგდიდისა და ფოთის  სკოლის  მანდატურებმა ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფოში  სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მანდატურების მიერ ჩაბარებული სისხლი ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებას მოხმარდება, ჩაბარებული სისხლის გამოყენება შეეძლება ონკოლოგიურად დაავადებულ ნებისმიერ ბავშვს. 

მანდატურებისთვის მსგავს აქციებში მონაწილეობა  ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს მხარში დაუდგნენ მოზარდებს რომელთაც დახმარება სჭირდება.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის,  ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის,  ფოთის და რუსთავის  საჯარო სკოლებში  შევიდნენ.

მანდატურების მიზანია  იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლბლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხობაზე.