საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა
23.03.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  საატესტატო გამოცდებისათვის მზადებას განაგრძობს.  საატესტატო გამოცდები ჩატარდება როგორც საჯარო  ასევე, კერძო სკოლების ბაზაზე.

საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლა  სრულ მზადყოფნაშია გამოცდების ჩასატარებლად. სამწუხაროდ, რიგი კერძო სკოლები არ ცდილობენ სათანადოდ მოემზადონ საატესტატო გამოცდებისთვის, კერძოდ, სკოლებს არ უზრუნველყოფენ საატესტატო გამოცდებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით, რის გამოც მათ მოსწავლეებს  გამოცდების ჩაბარება საჯარო სკოლების ბაზაზე მოუწევთ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ   კიდევ ერთხელ მოუწოდა კერძო სკოლებს აქტიურად ჩაერთონ საატესტატო გამოცდებისთვის მზადების პროცესში და მოსწავლეებს  საშუალება მისცენ გამოცდები მათთვის კომფორტულ და შეჩვეულ გარემოში ჩააბარონ.